Accentnews.ge
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებას უარყოფენ

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანში ბრალდებას უარყოფენ

04/11/2022 07:41:00 მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

"4 ნოემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი. საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა რეაგირების ადეკვატური ზომები მიიღეს", –აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი.

3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის ვიცე პრემიერი ესწრებოდა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მხარეები საზღვართან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S