Accentnews.ge
ყალმუხეთი რუსეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავს, მიღებულია დეკლარაცია

ყალმუხეთი რუსეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავს, მიღებულია დეკლარაცია

04/11/2022 07:32:55 მსოფლიო

ყალმუხეთის რესპუბლიკა – ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი 85 სუბიექტიდან ერთ-ერთი, რუსეთისგან დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად ემზადება და სახალხო თავდაცვის რაზმებს ქმნის.

270 000-იანი მოსახლეობის მყოლი რესპუბლიკა, რომელიც ტუვასა და ალტაისთან ერთად სიღარიბის კუთხით ლიდერობს, ბოლო ხანებში რუსეთის ხელისუფლებისთვის “რუსსკი მირის” მეთოდოლოგიების (რუსიფიკაცია, ყალმუხური ენის ამოძირკვა, კულტურული გენოციდი) გამოცდის ერთგვარ პოლიგონად იქცა.

ყალმუხეთის ხელმძღვანელობაში სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნვით ცდილობს მოსკოვი “რუსსკი მირის” კრიმინალი “გმირების” რეპუტაციის ”გათეთრებასაც”. ასე, მაგალითად, 2019 წელს რესპუბლიკის დედაქალაქ ელისტის მერად ოკუპირებული უკრაინული რეგიონის - დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ექს-ხელმძღვანელი დიმიტრი ტრაპეზნიკოვი დაინიშნა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის წინაშე პირადი დამსახურებების გათვალისწინებით, მალევე ყალმუხეთის მთავრობის ვიცე-პრემიერობამდე დააწინაურეს.

“ტრაპეზნიკოვი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც რეგიონებისადმი, ამჟამინდელი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მცირე აბორიგენი ხალხებისადმი მოსკოვის დამოკიდებულებას აჩვენებს. მისი შუამავლობით კრემლი ჩვენთან ნამდვილ გენოციდს ახორციელებს – როგორც კულტურულს, ისე ბოლო დროს ფიზიკურსაც – უკრაინასთან ომში აქაურების საზარბაზნე ხორცად გაგზავნით. და ეს ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა ჩვენთვის” – აცხადებს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი დორჟი მანჟიევი.

მზარდი სახალხო უკმაყოფილება უკვე აისახა “ერთა თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე ყალმუხეთის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაციაში”. ეროვნული აქტივისტების მიერ შედგენილი დოკუმენტი მოითხოვს ასევე “გენოციდის დაუყოვნებლივ შეწყვეტას”.

“ჩვენ გვსურს საკუთარი, პუტინის რუსეთის წნეხისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელშიც ჩვენს მიერ განსაზღვრული ადამიანური, ჰუმანური, დეოკრატიული კანონების საფუძველზე ვიცხოვრებთ” – აცხადებენ აქტივისტები და იქვე დასძენენ, რომ ყალმუხეთი მზადაა, ეს არჩევანი საჭიროების შემთხვევაში იარაღით ხელში დაიცვას.

“ვგეგმავთ სახალხო თავდაცვის ძალების ორგანიზებას. ჩვენ შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი რესპუბლიკა, არ დავუშვათ, რომ ჩვენს ძირძველ მიწაზე რუსმა ჯარისკაცებმა გაგვანადურონ. მედგრად ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისა და ხალხისათვის” – აცხადებს აირალ-ყალმუხეთის ხალხთა კონგრესის წარმომადენელი ერენცენ დოლიაევი.

პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე უკრაინასთან ომში საზარბაზნე ხორცად გაგზავნა “ბოლო წვეთად” ექცათ ასევე ფედერაციის რიგ სხვა სუბიექტებს. კერძოდ, ფედერალიზაციის პრეტენდენტთა რიგში დგანან ბურიატები, იაკუტები, ჩუქჩები, დაღესტნელები და სხვები. ყალმუხეთი კი შესაძლოა, თვალსაწიერ მომავალში რუსეთის ფედერაციის დაშლის კატალიზატორად იქცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S