
მიხეილ ჩხენკელი ირანის ახლად დანიშნულ ელჩ მაჰმუდ ადიბს შეხვდა
04/11/2022 07:01:09 საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს უმასპინძლა და თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვერაზე მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები გააცნო.
მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებსაც სამინისტრო ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პარტნიორობით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს.
საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებზეც იმსჯელეს.