ოსტინი: "უკრაინელებს ხერსონში, დნეპრის დასავლეთ ნაპირის დაბრუნებაც შეუძლიათ"
04/11/2022 06:38:32 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეფასებით, უკრაინის არმიას ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა ოსტინმა პენტაგონში სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, უკრაინელები მეთოდურად და ეფექტიანად მიმართავენ ძალისხმევას საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად და გააგრძელებენ ზეწოლას, სანამ ამას არ მიაღწევენ დნეპრის დასავლეთ ნაპირზეც.
უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა ზაფხულში დაიწყო და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.


