Accentnews.ge
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის და ჩოხატაური-ბახმაროს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის და ჩოხატაური-ბახმაროს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

04/11/2022 06:34:02 საზოგადოება, რეკლამა

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის 13კმ-33კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის 1კმ-12კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S