Accentnews.ge
ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული ავტომობილი დაუბრუნეს - მედია

ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული ავტომობილი დაუბრუნეს - მედია

04/11/2022 06:27:02 საზოგადოება

იტალიის პოლიციამ კლუბ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას დაუბრუნა მისთვის მოპარული ავტომობილი. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა Mini Countryman ნეაპოლიდან მოშორებით, კაზერტის პროვინციის ქალაქ ტრენტოლა დუჩენტაში, ქუჩაში იპოვეს. ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარცხელიას სახლთან მდებარე ავტოსადგომიდან ავტომობილი მოჰპარეს, იტალიურმა მედიამ 3 ნოემბერს გაავრცელა.

როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა სარეკორდოდ სწრაფად, 24 საათზე ნაკლებ დროში იპოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S