Accentnews.ge
ბაიდენი: "ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს"

ბაიდენი: "ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს"

04/11/2022 06:21:20 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო. ამის შესახებ განცხადება ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა ბაიდენმა.

კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“ მას არ დაუკონკრეტებია.

ირანში უკვე შვიდი კვირაა, ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S