Accentnews.ge
ირანის ქალაქ ზაჰედანში შიიტი სასულიერო პირი ჩაცხრილეს

ირანის ქალაქ ზაჰედანში შიიტი სასულიერო პირი ჩაცხრილეს

03/11/2022 19:06:46 მსოფლიო

სუნიტებით დასახლებულ ირანის ქალაქ ზაჰედანში 3 ნოემბერს შიიტური მეჩეთის სასულიერო პირი მოკლეს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, საჯად შახრაკი მეჩეთის წინ შეიარაღებულმა პირებმა ჩაცხრილეს. მკვლელობის სხა დეტალები უცნობია.

პროვინცია სისთან-ბელუჯისტანის პოლიციის სარდალმა აჰმად ტაჰერიმ განაცხადა, რომ დამნაშავეების მოსაძებნად და შესაპყრობად შექმნილია სპეციალური ოპერატიული ჯგუფი.

ირანის ქალაქი ზაჰედანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ცენტრს ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელმაც იფეთქა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ. ახალგაზრდა ქალი 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც იგი მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის არასწორი ტარების" გამო დააპატიმრა.

სისთან-ბალუჩისტანის პროვინციის ქალაქ ზაჰედანში ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს 108 ადამიანი, სულ მცირე, 93 პირი დაიღუპა ცალკეულ შეტაკებებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S