Accentnews.ge
პუტინი უკრაინაში ომის დაწყების აუცილებლობაში სამმა ადამიანმა დაარწმუნა - მედია

პუტინი უკრაინაში ომის დაწყების აუცილებლობაში სამმა ადამიანმა დაარწმუნა - მედია

03/11/2022 17:53:29 მსოფლიო

უკრაინაში შეჭრის აუცილებლობაში კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი სამმა ადამიანმა დაარწმუნა,– იუწყება The Times რუსეთის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

The Times-ის წყაროს მიხედვით, საუბარია უსაფრთხოების საბჭოს მდივანზე ნიკოლაი პატრუშევზე, ФСБ -ს დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვზე და მილიარდერ იური კოვალჩკზე.

ამასთან, როგორც გამოცემა იტყობინება, ომის დაწყების საკითხში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ "მხოლოდ მერყევი შემსრულებელი იყო".

The Times-ის ცნობით, ინტერვენციის ინიციატივა ძალოვანი ბლოკისგან მოდიოდა. გარდა ამისა, წყარო ამბობს, რომ რუსული ელიტის დიდი ნაწილი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ ინფორმირებული არ იყო, რადგან პუტინის სიტყვები "ბლეფად" მიაჩნდათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S