Accentnews.ge
უკრაინის ომში “ვაგნერის” საბრძოლო საავიაციო პოლკის მეთაური დაიღუპა

უკრაინის ომში “ვაგნერის” საბრძოლო საავიაციო პოლკის მეთაური დაიღუპა

03/11/2022 15:57:28 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის არაოფიციალურ სამხედრო ქვედანაყოფ “ვაგნერის” საბრძოლო ვერტმფრენების პოლკის მეთაური, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მკვიდრი, 61 წლის ვიაჩესლავ ზანგიევი დაიღუპა, - იუწყებიან დამოუკიდებელი რუსული მედია და ტელეგრამ-არხები.

ირკვევა, რომ ავიაციის პოდპოლკოვნიკი ზანგიევი მართავდა ვერტმფრენ “Ми-8”-ს, რომელიც 31 ოქტომბერს დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის მიდამოებში ჩამოაგდეს.

ეს კიდევ ერთ მტკიცებულებად იქცა “ვაგნერის” მიერ მძიმე ტექნიკისა და საბრძოლო ავიაციის გამოყენებისა, რის შესახებ ცნობებიც მედიაში არაოფიციალურად ადრეც არაერთხელ გავრცელებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S