რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს აეს-ის ტერიტორიაზე გასაიდუმლოებული ობიექტის მშენებლობა წამოიწყეს
03/11/2022 13:12:19 მსოფლიო
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (უკრაინა), გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავის ტერიტორიაზე გარკვეული ნაგებობების მშენებლობა წამოიწყეს, - იუწყება უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია და იქვე დასძენს, რომ მსგავსი მოქმედება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დარღვევას წარმოადგენს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის აეს-ის თანამშრომლებს სამშენებლო ობიექტებზე არ უშვებენ და არ უმხელენ, რა შენდება. ამასთანავე, მათ საშვების გაუქმება დაუანონსეს.
“ამჟამად სადგურთან წვდომა მხოლოდ ოპერატიული ცვლის მუშაკებს გააჩნიათ. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს სამუშაო ადგილებზე აღარ უშვებენ”, - იუწყება უკრაინული დაზვერვა.
ცნობისთვის: რუსული შეტევის გამო ამ დროისთვის ატომური ელექტროსადგური სრულადაა გათიშული ელექტრომომარაგებისგან.


