Accentnews.ge
პატრუშევი: "რუსეთის სპეცსამსახურებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტი აღკვეთეს"

პატრუშევი: "რუსეთის სპეცსამსახურებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტი აღკვეთეს"

03/11/2022 12:49:38 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტი აღკვეთეს. თუმცა როდის მოხდა აღნიშნული მას არ დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, უკრაინის „ნეონაცისტური ჯარები“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევას განაგრძობენ, რამაც შესაძლოა, გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს.

თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის საოკუპაციო ძალები არაერთხელ დაადანაშაულა ატომური ელექტროსადგურის რაიონზე თავდასხმაში. კიევი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მასშტაბური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სადგურის ტერიტორიის დემილიტარიზაციისა და უკრაინის კონტროლქვეშ დასაბრუნებლად.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი, თუმცა გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S