რომის პაპი ბაჰრეინის სამეფოში ჩადის
03/11/2022 10:24:13 მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე 3 ნოემბერიდან ბაჰრეინის სამეფოს სტუმრობს.
ის არის კათოლიკური ეკლესიის პირველი მამამთავარი, რომელიც სპარსეთის ყურის ამ მცირე სახელმწიფოში ჩავა.
ბაჰრეინის მთავრობა მართავს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეხვედრას - ფორუმს, სახელწოდებით: „აღმოსავლეთი და დასავლეთი ადამიანური თანაარსებობისთვის,“რომელზეც მიიწვიეს ფრანცისკე.
ვიზიტის მიზანია ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის გაუმჯობესება.
უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა მიმართეს რომის პაპს, ბაჰრეინში ოთხდღიანი სტუმრობისას მოითხოვოს სიკვდილით დასჯის გაუქმება.
ბაჰრეინში ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ჯგუფები ცხოვრობენ. მმართველი ძალა ისლამის სუნიტურ ფრთას მიეკუთვნებიან. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები წარმოადგენენ. ბაჰრეინში ცხოვრობენ ასევე კათოლიკე ქრისტიანები და მცირე რაოდენობის, სხვა რელიგიების მიმდევრები.
ბაჰრეინი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა 1970-იან წლებში რეფერენდუმის შედეგად, რის შედეგიც გაერომ აღიარა.


