Accentnews.ge
გაერო - უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო 14 მილიონამდე უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა

გაერო - უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო 14 მილიონამდე უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა

03/11/2022 07:20:18 მსოფლიო

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დირექტორის ფილიპო გრანდის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ადამიანთა ყველაზე დიდი და სწრაფი გადაადგილება ათწლეულების განმავლობაში, რაც დაახლოებით 14 მილიონ ადამიანს შეეხო.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 7 მილიონზე მეტი უკრაინელი საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა, მათგან დაახლოებით 1 მილიონი -გერმანიაში.

ფილიპო გრანდის თქმით, სააგენტო ემზადება მოსახლეობის დამატებითი გადაადგილებისთვის როგორც უკრაინის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გრანდმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელები მზად არიან შეხვდნენ "მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრ ზამთარს უკიდურესად რთულ ვითარებაში", მაშინაც კი, როდესაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გამო „ჰუმანიტარული პასუხი საჭიროებების ოკეანეში წვეთს ჰგავს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S