Accentnews.ge
20 ოქტომბერს გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 ოქტომბერს გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

19/10/2019 15:21:19 სხვა, რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის  თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო  გზის  87-ე კმ-ზე  მდებარე  გორის  საავტომობილო  გვირაბში,  დაგეგმილია ვინტილატორის  დამონტაჟება.  რის  გამოც,    2019  წლის  20  ოქტომბერს  11:00  სთ-დან  18:00  სთ-მდე,  აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.  დროის  აღნიშნულ პერიოდში  ავტოტრანსპორტის  ნაკადი  გადაერთვება გორის გვირაბის  შემოვლით  გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S