Accentnews.ge
"კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ეს გვიჩვენებს რუსული აგრესიის წარუმატებლობას"

"კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ეს გვიჩვენებს რუსული აგრესიის წარუმატებლობას"

03/11/2022 06:07:27 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული შანტაჟი უშედეგოდ დასრულდა და მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა მუშაობას აგრძელებს.

მისი თქმით, რუსული აგრესიის წარუმატებლობა ნათლად ჩანს კრემლისგან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაში.

"ალბათ, გაიგეთ, რომ კრემლი ამბობს, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ცოტა ხნით უნდა ვიფიქროთ მათ განცხადებებზე. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსეთის ეგრეთ წოდებული "სპეციალური ოპერაციის" რვა თვის შემდეგ კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.ეს მართლაც გასაოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ მე და თქვენ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოკავშირეებთან ერთად დაამარცხებენ ტერორისტულ სახელმწიფოს და მთელი უკრაინა იქნება თავისუფალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S