Accentnews.ge
უკრაიანა – ირანს: "შეწყვიტე რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება დაუნდობელი"

უკრაიანა – ირანს: "შეწყვიტე რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება დაუნდობელი"

02/11/2022 20:15:55 მსოფლიო

უკრაინა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გააკეთა.

იგი მოუწოდებს ირანს, "შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კიევის პასუხი იქნება დაუნდობელი".

"როდესაც საქმე ეხება რუსეთის აგრესიაში რომელიმე ქვეყნის თანამონაწილეობას და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად დაუნდობელი საპასუხოდ, რადგან ეს ეხება ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ირანის მხრიდან ბევრად უფრო გონივრული გადაწყვეტილება იქნება რუსეთთან სრულად შეზღუდვა იმ სამხედრო თანამშრომლობის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენელბლად მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს", – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ირანი დიპლომატიური არხებით ინფორმირებულია, იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რომელიც თეირანის მიერ რუსეთისთვის "დრონებისა" და ბალისტიკური რაკეტების გაგზავნას მოჰყვება.

დასავლური მედიის ცნობით, ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და დამატებითი "დრონების" მიწოდებას აპირებს.

ირანი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად იარაღას არ უგზავნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S