Accentnews.ge
Nord Stream AG-მ "ჩრდილოეთის ნაკადების" შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

Nord Stream AG-მ "ჩრდილოეთის ნაკადების" შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

02/11/2022 18:14:25 მსოფლიო

კომპანია Nord Stream AG-მ, რომელიც მართავს რუსეთიდან გერმანიაში მიმავალ გაზსადენებს „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს, ხსენებულ გაზსადენებზე მომხდარი ავარიების თაობაზე საკუთარი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა აფეთქების ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა.

"კრატერები 248 მეტრითაა ერთმანეთისგან დაშორებული. გაზსადენის მილები კრატერებს შორის ძლიერ არის დაზიანებული, მათი ნამსხვრევები 250 მეტრის რადიუსზეა ფსკერზე მიმოფანტული", – ნათქვამია ანგარიშში.

აკვატორია, რომელშიც მოხდა სავარაუდო აფეთქებები, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის.

გამოძიების ინიციატორი რუსული მხარე იყო.

Nord Stream AG-ს აქციების 51% „გაზპრომს“ ეკუთვნის, რომელიც ორივე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მფლობელია.

მომხდარზე გამოძიებას ატარებენ ასევე შვედეთი, დანია და გერმანია, რომელთა ტერიტორიებზეც გადის გაზსადენი. ერთობლივი გამოძიების შესახებ ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ერთი მილი მწყობრიდან სექტემბრის ბოლოს გამოვიდა. ახლომდებარე ქვეყნების სამონიტორინგო სამსახურებმა სეისმური აქტიურობა დააფიქსირეს ავარიის რაიონში, რაც აფეთქებების ვარაუდის საშუალებას იძლევა. „ჩრდილოეთის ნაკადი“ გერმანიაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიემართებოდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-იც რუსეთის გაზის ევროპაში ექსპორტისთვის აშენდა, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ამის შედეგად ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გაზსადენი ექსპლუატაციაში არ შესულა.

ავარიის მომენტისთვის ევროპაში „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება ასევე შეწყვეტილი იყო „გაზპრომის“ მიერ, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S