Accentnews.ge
შოლცმა და ერდოღანმა რუსეთის ბირთვული რიტორიკა დაგმეს

შოლცმა და ერდოღანმა რუსეთის ბირთვული რიტორიკა დაგმეს

02/11/2022 14:21:19 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის "უპასუხისმგებლო" ბირთვული რიტორიკა დაგმეს, - განაცხადა დღეს გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ჰებეშტრაიტმა.

მისივე ინფორმაციით, კანცლერმა შოლცმა კატეგორიულად უარყო რუსეთის განცხადებები, თითქოს უკრაინა ე.წ. "ბინძური ბომბის" გამოყენებისთვის ემზადებოდეს.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ე.წ. ხორბლის შეთანხმებას. "გერმანიის კანცლერმა მაღალი შეფასება მისცა ანკარის ძალისხმევას უკრაინული ხორბლის სამომავლო ექსპორტის გაგრძელების უზრუნველსაყოფად", - იუწყება DW.

ცნობისთვის: რუსეთის ცრუ ბრალდებების გასანეიტრალებლად 31 ოქტომბრიდან უკრაინაში ქვეყნის ხელისუფლების მიწვევით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა მისიამ დაიწყო შემოწმება. მის დასკვნას კვირის ბოლომდე ელიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S