Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს უწესებს სანქციებს

დიდი ბრიტანეთი კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს უწესებს სანქციებს

02/11/2022 13:35:22 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულთა სიაში კიდევ ოთხი რუსი ბიზნესმენი დაამატა: Evraz Group-ის დამფუძნებლები ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი, Tatatavtodor-ის გენერალური დირექტორი აირატ შაიმიევი და Tatarstan TAIF JSC-ის გენერალური დირექტორი ალბერტ შიგაბუტდინოვი. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.

ბრიტანეთის ხელისუფლება ალექსანდრე აბრამოვს და ალექსანდრე ფროლოვს რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორებს უწოდებს, რომელიც მარტის დასაწყისში მოექცა სანქციების ქვეშ. მათი ინვესტიცია დიდ ბრიტანეთში უძრავ ქონებაში დაახლოებით 100 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.

„სანქციები მიმართულია ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებმაც თავიანთ მდგომარეობას პუტინთან სიახლოვით მიაღწიეს და, თავის მხრივ, აფინანსებენ მის საომარ მანქანას. ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას პუტინზე და გავაგრძელებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

ბრიტანეთის სანქციების სიაში მყოფების აქტივები გაყინვას ექვემდებარება, მათ ასევე ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა 1200-ზე მეტ რუსს, მათ შორის 120 ოლიგარქს, რომელთა ქონება 140 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S