
უკრაინაში რუსული აგრესიის მსხვერპლი მედიის 43 თანამშრომელი გახდა
02/11/2022 12:17:17 საზოგადოება
უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე მედიის 43 წარმომადგენელი დაიღუპა.
პროფკავშირის ცნობით, დაღუპულთა შორის იყო რვა ჟურნალისტი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ, მედიის 13 წარმომადგენელი სამოქალაქო მსხვერპლი გახდა, 22 ირიცხებოდა უკრაინის თავდაცვის ძალების რიგებში.
„ჟურნალისტების წყალობით, მსოფლიომ იცის სიმართლე ომის საშინელებათა შესახებ. მაგრამ ჟურნალისტი არ არის სამიზნე! ვითხოვთ ჟურნალისტების უსაფრთხოებას და უფლებების დაცვას წინა ხაზზე. ამიტომ გვჭირდება საერთაშორისო კონვენცია ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სერხი ტომილენკომ.
სექტემბერში ორგანიზაცია მედიის მინიმუმ, 39 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ იუწყებოდა, მათგან 18 მობილიზებული ოყო უკრაინის დასაცავად.