Accentnews.ge
ერდოღანმა "მარცვლეულის დერეფნის" მუშაობის განახლების შესახებ განაცხადა

ერდოღანმა "მარცვლეულის დერეფნის" მუშაობის განახლების შესახებ განაცხადა

02/11/2022 11:58:48 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფანმა“ მუშაობა ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, შუა დღისთვის განაახლა.

ინფორმაცია მარცვლეულის გარიგების განახლების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების თქმით, მოსკოვმა მიიღო საკმარისი გარანტიები კიევისგან:

„უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაგვარწმუნა, რომ საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი გამოყენებული იქნება მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების შესაბამისად“, — ნათქვამია თავდაცვის უწყების ოფიციალურ შეტყობინებაში.

გაეროს მედიაციით მიღწეულ შეთანხმება გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის. რუსეთმა 29 ოქტომბერს შეაჩერა შეთნხმებაში მონაწილეობა და მიზეზად უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმა დაასახელა.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S