Accentnews.ge
რუსეთი "მარცვლეულის დერეფნის" შესახებ შეთანხმებას უბრუნდება

რუსეთი "მარცვლეულის დერეფნის" შესახებ შეთანხმებას უბრუნდება

02/11/2022 11:31:50 მსოფლიო

რუსეთი განაახლებს მონაწილეობას სტამბოლის სასურსათო გარიგებაში, რადგან მან მიიღო საკმარისი გარანტიები უკრაინისგან, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

„უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაგვარწმუნა, რომ საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი გამოყენებული იქნება მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების შესაბამისად“, — ნათქვამია თავდაცვის უწყების ოფიციალურ შეტყობინებაში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფანმა“ მუშაობა ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, შუა დღისთვის განაახლა.

გაეროს მედიაციით მიღწეულ შეთანხმება გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის. რუსეთმა 29 ოქტომბერს შეაჩერა შეთნხმებაში მონაწილეობა და მიზეზად უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმა დაასახელა.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S