ავღანეთში ოპიუმის კულტივაცია წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა – გაერო
02/11/2022 11:18:18 მსოფლიო
ავღანეთში 2022 წელს ოპიუმის კულტივაცია 32%-ით გაიზარდა - აცხადებს გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის სააგენტო.
სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია ოპიუმის ფასებიც, მას მერე, რაც "თალიბანმა" მისი კულტივაცია აპრილში აკრძალა. 2022 წელს ყაყაჩოს "ყველაზე დიდი მოგება მოჰქონდა წლების განმავლობაში" - აცხადებს გაეროს სააგენტო.
ფერმერების მოგება სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა - 2021 წელს ის უტოლდებოდა 425 მილიონ დოლარს, 2022 წელს - 1.4 მილიარდ დოლარს.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, წლევანდელ მოსავალს აკრძალვა დიდწილად არ შეხებია. გაურკვეველია როგორ დანერგავს თალიბანი აკრძალვას მომავალ წელს.
ოპიუმი წარმოადგენს მთავარ ინგრედიენტს ნარკოტიკული საშუალების, ჰეროინის წარმოებაში, ისევე, როგორც ოპიოიდების ჯგუფის მედიკამენტების, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი იყენებს ტკივილის საწინააღმდეგოდ.


