Accentnews.ge
მობლიზებულებმა რუსეთში, სასწავლო ცენტრში ბუნტი მოაწყვეს

მობლიზებულებმა რუსეთში, სასწავლო ცენტრში ბუნტი მოაწყვეს

02/11/2022 10:43:27 მსოფლიო

ულიანოვსკის რეგიონის სამხედრო სასწავლო ცენტრში ჩუვაშიდან მობილიზებულმა 100-ზე მეტმა სამხედრომ საპროტესტო აქცია გამართა დაპირებული ანაზღაურების გადაუხდელობის გამო. მასობრივი პროტესტი გადაუხდელმა 195 ათასმა რუბლმა გამოიწვია,– იუწყებიან "Сердитая Чувашия"–ს ტელეგრამ–არხი და ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტი Gulagu.net. მათ გამოაქვეყნეს მეამბოხეების მიმართვა "რუსეთის მოქალაქეებისადმი".

"ჩვენ, საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავთ, მივდივართ სიკვდილზე თქვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის! ჩვენი სახელმწიფო უარს ამბობს 195 ათასი რუბლის გადახდაზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინი დაგვპირდა! მაშ რატომ უნდა ვიბრძოლოთ ამ სახელმწიფოსთვის და ჩვენი ოჯახები დავტოვოთ მხარდაჭერის გარეშე?!" - თქვა ერთ–ერთმა მობილიზებულმა.

სამხედროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი უარს აცხადებენ ომში მონაწილეობაზე და დაპირებული თანხების გადახდამდე იბრძოლებენ სამართლიანობისთვის.

ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, პროტესტის ძალით ჩახშობა გადაწყვიტა. ოფიციალური პირების მხრიდან არ ყოფილა განცხადება, რომ სამხედრო მოსამსახურეები დაპირებულ ანაზღაურებას მიიღებდნენ. თუმცა, „Сердитая Чувашия“–ს წყაროების ცნობით, ულიანოვსკის სასწავლო ცენტრში ომონი და ეროვნული გვარდია შეჰყავთ.

მანამდე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა ჯგუფმა ქვედა პალატას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მობილიზებულთათვის 300 000 რუბლის ერთჯერად გადახდას ითვალისწინებდა. ერთი თვის შემდეგ კანონპროექტი გაიწვიეს.

19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, თითოეული მობილიზებულის ფულადი შემწეობა დანაყოფში ჩარიცხვის შემდეგ უნდა ყოფილიყო მინიმუმ, 195 ათასი რუბლი. იგი ძალაში 1 ნოემბრიდან უნდა შესულიყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S