პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ ბარიერს აგებს
02/11/2022 10:14:14 მსოფლიო
პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ ბარიერს ააგებს, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
მისი თქმით, საზღვარი უნდა დაიკეტოს საიმისოდ, რომ პოლონეთმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მან უკვე გასცა ბრძანება საზღვრის გასწვრივ 210 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე დროებითი ბარიერია აგების თაობაზე.
მინისტრის განცხადებით, შესაბამისი სამუშაოები დღეს დაიწყო და 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
დასავლური მედიის ცნობით, ვარშავა ეჭვობს, რომ რუსეთი აფრიკელი და აზიელი მიგრანტების საზღვარზე გადაშვებას გეგმავს. პოლონეთი შიშობს, რომ განმეორდება 2021 წლის კრიზისი, როცა ბელარუსიდან საზღვრის გადაკვეთა სცადა ათასობით აფრიკელმა და ახლო აღმოსავლელმა მოგრანტმა.


