
გამარტივებული საქმისწარმოებით 17 ათასამდე საქმე დასრულდა
02/11/2022 08:53:43 საზოგადოება, რეკლამა
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტის 2022 წლის 9 თვის ანგარიშს აქვეყნებს:
2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტში შემოვიდა 27 880 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;
9 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტმა დაასრულა 16 812 საქმე;
აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 201 საქმეზე, ხოლო მორიგება დამტკიცდა 4 173 შემთხვევაში.
სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა.
გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა.
აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.