Accentnews.ge
მედია – აშშ და საუდის არაბეთი არ გამორიცხავენ, რომ ირანმა ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანოს

მედია – აშშ და საუდის არაბეთი არ გამორიცხავენ, რომ ირანმა ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანოს

02/11/2022 06:21:37 მსოფლიო

აშშ და საუდის არაბეთი არ გამორიცხავენ, რომ ირანმა ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანოს, – იუწყება CNN საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ერთმანეთს გაუზიარეს სადაზვერვო მონაცემები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ირანი შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, საუდის არაბეთში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავდეს.

"ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN–ს განუცხადა, რომ აშშ-ის F-22 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები უკვე საუდის არაბეთში არიან და მზად არიან ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად. წყაროების ინფორმაციით, აშშ თვლის, რომ ირანი შესაძლოა ცდილობს ყურადღების ფოკუსირებას საუდის არაბეთზე, რომელსაც თეირანი მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების გაღვივებაში ადანაშაულებს", – იტყობინება CNN.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა შესაძლო ირანულ საფრთხეზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ იმოქმედებს მისი ინტერესებისა და პარტნიორების დასაცავად რეგიონში"

მანამდე The Wall Street Journal–მა განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა და აშშ-მა ჯარები მზადყოფნაში მოიყვანეს ირანული საფრთხის შესახებ ცნობების ფონზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S