Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით, სულ მცირე, 10 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით, სულ მცირე, 10 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლა

02/11/2022 06:13:36 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით, სულ მცირე, 10 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ჩრდილოეთ კორეიდან ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა ჩამოვარდა გამყოფი ხაზის რაიონში, ქალაქ სოკჩოდან 57 კილომეტრში, სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს, რაც პირველი შემთხვევაა ნახევარკუნძულის ორად გაყოფის შემდეგ. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ეს შეაფასა ფაქტობრივად, ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრად.

ფხენიანის საპასუხოდ სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთისკენ სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ არ მოითმენს ჩრდილოეთის მსგავს პროვოკაციებს და მტკიცე პასუხს გასცემს.

ფხენიანის ქმედების გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. იგივე გააკეთა იაპონიის პრემიერ-მინისტრმაც.

მანამდე ფხენიანმა მოითხოვა, რომ სამხრეთ კორეასა და აშშ–ს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება შეეჩერებინათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S