პუტინმა რუსეთის მთავრობას ქვეყნის „მეგობრებისთვის“ უვიზო რეჟიმის მომზადება დაავალა
01/11/2022 18:18:54 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მთავრობას დაავალა, მოამზადოს წინადადებები უცხო ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამყარებისთვის „ურთიერთგაგების პრინციპის გაუთვალისწინებლად“.
პუტინის ინსტრუქციის მიხედით, რომელიც კრემლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, უვიზოდ, თუნდაც რუსებისთვის სავიზო რეჟიმი მოქმედებდეს, რუსეთში შესვლა შეეძლებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტურისტული და საქმიანი მიზნებისთვის, განათლების, ასევე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
ამასთან, რუსეთის საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ФСБ–ს დაევალათ, „მოამზადონ წინადადებები“ ავიარეისების რაოდენობის გაზრდის მიზნით იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ შედიან „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში. ამგვარი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უნდა გაიზარდოს ტურისტული ვიზების ვადები, ასევე უნდა გაიზარდოს რუსეთის ფედერაციის „ერთჯერადი ელექტრონული ვიზის“ მიღების შესაძლებლობა.
რომელი ქვეყნები მოხვდებიან სავიზო რეჟიმის გამარტივებაში, პუტინის ბრძანებით არ ზუსტდება. მინისტრთა კაბინეტმა მათი სია 2023 წლის 1 ივნისამდე უნდა დაადგინოს.
თავად პუტინმა 27 ოქტომბერს ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას განმარტა, რომ „რუსეთის მეგობრები“ არიან აფრიკის, ლათინური ამერიკის, ასევე აზიის ზოგიერთი სახელმწიფო.
პუტინის თქმით, ეს ქვეყნები "ხედავენ მაგალითს" რუსეთის "გარე დიქტატთან" ბრძოლის. „ისინი როგორც ჩვენს მხარეს არიან. და ეს მხარდაჭერა მხოლოდ გაფართოვდება“, - თქვა პუტინმა.
„არამეგობრულ ქვეყნებს“ შორის მოხვდნე ის სახელმწიფოები, რომელთაც სანქციები დაუწესეს რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ ჩადენილი სისასტკის გამო, ამასთან დახმარებას უწევენ უკრაინას აგრესორისგან თავის დაცვაში.


