Accentnews.ge
თურქეთმა ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკების შემდეგ „მარცვლეულის დერეფანი“ გააჩერა – მედია

თურქეთმა ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკების შემდეგ „მარცვლეულის დერეფანი“ გააჩერა – მედია

01/11/2022 17:35:59 მსოფლიო

„მარცვლეულის დერეფანი“, რომელიც რუსეთის პოზიციის მიუხედავად განაგრძობდა მუშაობას, ოთხშაბათს, 2 ნოემბრიდან დაიკეტება,– ამის შესახებ რუსული ოპოზიციური მედია იტყობინება.

თურქეთის, უკრაინისა და გაეროს დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ არ დაგეგმონ მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება, – განაცხადეს გაეროს ოფისის ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში (JCC).

ეს არის „დროებითი ღონისძიება“, ხაზგასმით აღნიშნეს საკოორდინაციო ცენტრში და დასძინეს, რომ მჭიდრო კავშირში არიან თურქეთთან, რომელიც მოქმედებდა როგორც სატრანსპორტო უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი რუსული დემარშის შემდეგ.

ორშაბათს, დაახლოებით 12 გემმა დატოვა უკრაინის შავი ზღვის პორტები, მიუხედავად მოსკოვის პროტესტისა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლზე უკრაინის თავდასხმის გამო. სამშაბათს გაეროს და თურქეთის ინსპექტორებმა შეამოწმეს კიდევ 36 ხომალდი და გადასცეს მოხსენებები რუსულ და უკრაინულ მხარეებს.

მაგრამ როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, თურქეთმა, რომლის ფლოტიც მიაცილებდა ხომალდებს ბოსფორისკენ, პოზიცია შეიცვალა რეჯეფ თაიფ ერდოღანის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ.

„მარცვლეულის გარიგების“ განახლება, რომლის ფარგლებშიც 8 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მოხვდა მსოფლიო ბაზრებზე, მხოლოდ სევასტოპოლზე თავდასხმის გამოძიების შემდეგ შეიძლება, – განუცხადა პუტინმა ერდოღანს, – იტყობინება მედიასაშუალება კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„კიევის რეჟიმმა დასავლელი კურატორების მხარდაჭერით გამოიყენა უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად შექმნილი საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი, რათა დარტყმა მოეხდინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ინფრასტრუქტურასა და გემებზე სევასტოპოლში, რაც უზრუნველყოფდა აღნიშნული მარშრუტის უსაფრთხო ოპერირებას“, - აცხადებდა პუტინი, რასაც უკრაინა არ იზიარებს.

1 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდება უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რათა განიხილონ უკრაინის პორტებიდან გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის გადაზიდვის გაგრძელება.

„ბევრ კითხვას ვიღებთ იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის დერეფანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ის „გავიდა და არ ითანამშრომლებს“, მაგრამ გვჯერა, რომ ამ პრობლემას გადავლახავთ“, - განაცხადა თურქული მედიის ცნობით, ჩავუშოღლუმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S