ჰიუსტონის ერთ-ერთ კლუბში ცნობილი რეპერი მოკლეს
01/11/2022 16:00:30 მსოფლიო
აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონის ერთ-ერთ ბოულინგის კლუბში მომხდარი სროლისას პოპულარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Migos-ის წევრი, რეპერი Takeoff mokles,- იუწყება TMZ.
გამოცემის ცნობით, სროლა წუხელ ღამით მოხდა.
Takeoff ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად იმყოფებოდა ბოულინგ კლუბში მიმდინარე დახურული წვეულებაზე. სამაგიდო თამაშის დროს მოთამაშეთა შორის გაჩნდა კონფლიქტი, რომელიც ხელჩართულ ჩხუბსა და სროლაში გადაიზარდა. როგორც იტყობინებიან, წვეულების ორი სტუმარი დაიჭრა, Takeoff დაიღუპა.


