ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა სასაზღვრო სოფლის დაბომბვის შესახებ განაცხადა
01/11/2022 15:36:08 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელი კოზინკა, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარეობს, დაიბომბა,– იუწყება რეგიონის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვი და ის ამაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებს ადანაშაულებს.
„ფერმაში ჭურვები ჩამოვარდა. იწვის სასადილო. ასევე დაზიანდა რამდენიმე ფარდული და მანქანა“, - წერს გლადკოვი ტელეგრ– არხზე.
წინასწარი მონაცემებით, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა.
გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონებიდან ხშირად უწყებიან დაბომბვის შესახებ.


