Accentnews.ge
სერბეთმა ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

სერბეთმა ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

01/11/2022 13:55:06 მსოფლიო

სერბეთის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან კოსოვოსა და მეტოჰიაში შექმნილი ვითარების გამო, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა ტელეკომპანია Happy TV-ს ეთერში.

მისი თქმით, ასეთი ბრძანება გასცა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა.

მინისტრის თქმით, ვითარება იმის გამო გამწვავდა, რომ კოსოვო-მეტოჰიაში მაინც დაიწყეს სერბული სანომრე ნიშნების აკრძალვა.

ვუჩევიჩის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, G5 (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია) შეძლებს, დაარწმუნოს პრიშტინა, უარი თქვას ასეთ ინიციატივებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრძოლა არავის სურს, მაგრამ „ჯარი მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება“.

კოსოვოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 150 ევროთი დააჯარიმოს ის მძღოლები, რომლებიც 1 ნოემბრიდან სერბულ სარეგისტრაციო ნომრებს არ შეცვიან. ჯერ–ჯერობით მძროლები მხოლოდ გაფრთხილებებს იღებენ. გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება 2023 წლის 21 აპრილამდე, რის შემდეგაც პოლიციამ პირობა დადო, რომ დაიწყებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაციას. საპასუხოდ კოსოვოელი სერბების ლიდერი გორან რაკიჩი დაიმუქრა კოსოვოში ყველა შესასვლელ–გასასვლელის ბლოკირებით.

პრიშტინას 1 აგვისტოდან სურდა სერბული დოკუმენტების და სანომრე ნიშნების ბათილად ცნობა. სანაცვლოდ გეგმავდნენ დროებითი მოწმობის გაცემას. ასევე იგეგმებოდა სერბული ნომრის მანქანების სავალდებულო გადარეგისტრირების დაწყება. შედეგად ვითარება დაიძაბა: 31 ივლისს სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე სროლა იყო, ტერიტორიაზე მცხოვრებმა სერბებმა გზებზე ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ხჟოზეფ ბორელის შუამავლობით, მხარეებმა კომპრომისის მიღწევა მოახერხეს და კოსოვომ ახალი წესების შემოღება გადადო. შემოდგომაზე ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ამ დროისთვის ის აღიარებული ჰყავს გაეროს წევრი 98 ქვეყანას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S