Accentnews.ge
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ უწინასწარმეტყველებენ

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ უწინასწარმეტყველებენ

01/11/2022 12:13:36 მსოფლიო

დღეს ისრაელში ტარდება საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც, წინასწარი პროგნოზით, გამარჯვებას ყოფილი პრემიერ-მინისტრ, ოპოზიციაში მყოფ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე-კონსერვატიულ პარტია „ლიკუდს“ უწინასწარმეტყველებენ.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ბოლო 3,5 წელიწადში ეს ქნესეთის მეხუთე არჩევნებია, რომელშიც 40 პოლიტიკური ძალა იღებს მონაწილეობას.

უმრავლესობის ფორმირებისათვის 120-ადგილიან ქნესეთში მინიმუმ, 61 ხმაა საჭირო.

პარტია „ლიკუდის“ ძირითად მეტოქედ ითვლება ცენტრისტული პარტია „და ატიდი“, რომელსაც ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი ხელმძღვანელობს.

ისრაელის "ქნესეთში" ვადამდელი არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ივნისში დაიშალა 8 სუბიექტისაგან შემდგარი საპარლამენტო კოალიცია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ხელმძღვანელობით და დაკარგა უმრავლესობა. მთავრობას სათავეში ჩაუდგა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იაირ ლაპიდი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S