
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)
18/10/2019 16:54:09 სხვა, მსოფლიო
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. დემონსტრანტებმა ქუჩებში ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა საგნებს. ისინი სამარტალდამცველებს ქვებსა და ბოთლებს ესვრიან. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები 14 სექტემბერს დაიწყო, რომელიც კატალონიელი ლიდერების დაკავებას მოჰყვა. 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით კი კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი გასცა.