Accentnews.ge
„ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს“: რა მოხდა პსკოვის ავიაბაზაზე, რასაც რუსული კა–52–ები შეეწირა

„ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს“: რა მოხდა პსკოვის ავიაბაზაზე, რასაც რუსული კა–52–ები შეეწირა

01/11/2022 10:47:16 მსოფლიო

რუსეთის დაზვერვის ოფიცრებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს ვერეტიეს საჰაერო ძალების ბაზაზე, პსკოვის რეგიონში, სადაც ორი კა-52 „ალიგატორის“ ვერტმფრენი აფეთქდა წინა დღეს, კიდევ ორი დაზიანდა,– იუწყება "ბაზა".

„ბაზას“ ცნობით, საეჭვო ობიექტი MI-28 ვერტმფრენის კორპუსზე იყო მიმაგრებული. შეფასების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილების სიმძლავრე 400 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.

ავიაბაზაზე აფეთქებების შესახებ 31 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

მედიის ცნობით, განადგურდა ორი საბრძოლო ვერტმფრენი კა-52, რომლებიც ეკუთვნის დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-17 არმიის საავიაციო ბრიგადის მე-2 ასეულს. კორპუსის ფრაგმენტები ირგვლივ 200 მეტრზე იყო მიმოფანტული. რუსული ტელეგრამ–არხები წერდნენ, რომ ვერტმფრენები რემონტზე იყო გადაყვანილი, რადგან ექსპლუატაციას არ ექვემდებარებოდა. მსხვერპლის ან აფეთქების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აფეთქების შესახებ იუწყებოდა უკრაინის დაზვერვაც. მათი ცნობით, ორი ვერტმფრენი განადგურდა, კიდევ ორი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

Sever.Realii წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს იყო დივერსია.

„ამ ნაწილის ტერიტორიაზე შეღწევა საკმაოდ მარტივია – დაცვა ნულოვანია, ნებისმიერი სოფლიდან შეგიძლიათ, შეხვიდეთ. დანაყოფის ტერიტორიაზე ვიღაც შევიდა, ორი ვერტმფრენის ძრავის განყოფილებაში რაღაც ნივთიერება ჩადო და ააფეთქა. ხანძარიც კი არ ყოფილა, აფეთქებები პირდაპირ ძრავის ნაწილებში მოხდა“,– ყებოდა წყარო.

გამოცემის თანამოსაუბრემ განმარტა, რომ არავინ დაშავებულა, თუმცა სამხედროებს ბაზიდან ჯერ კიდევ არ უშვებენ.

საბრძოლო სადაზვერვო და დამრტყმელი ვერტმფრენი კა-52 "ალიგატორი“ განკუთვნილია ტანკების, ჯავშანტექნიკის, ცოცხალი ძალისა და საჰაერო სამიზნეების განადგურებისთვის. იგი აღჭურვილია 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით, უმართავი რაკეტებით და შეუძლია სხვადასხვა მართვადი იარაღის ტარება. ერთი ვერტმფრენის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S