Accentnews.ge
ფინეთი უნგრეთსა და თურქეთს ნატო–ში ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე რატიფიცირებისკენ მოუწოდებს

ფინეთი უნგრეთსა და თურქეთს ნატო–ში ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე რატიფიცირებისკენ მოუწოდებს

01/11/2022 10:37:55 მსოფლიო

ფინეთი უნგრეთსა და თურქეთს ნატო–ში ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა გააკეთა.

„ახლა ყველა თვალი უნგრეთისა და თურქეთისკენ არის მიმართული. ჩვენ ველოდებით ამ ქვეყნების მიერ ჩვენი განაცხადების რატიფიცირებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს ადრე, ვიდრე გვიან“, - განაცხადა მარინმა.

შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან რატიფიცირების პროცედურას მოითხოვს. ნატო–ს წევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთი და თურქეთია დარჩენილი, რომელთაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული განაცხადები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S