ბრტანული დაზვერვა – რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა
01/11/2022 10:14:10 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში "Kinzhal"–ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა.
ბრიტანელი დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ კრემლმა ეს რაკეტები დასავლეთისთვის ერთგვარი მესიჯის გადასაცემად და ომში ბელარუსის თანამონაწილედ წარმოჩენის მიზნით განალაგა.
მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კეტლინ ჰიქსმა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჰიპერბგერითი იარაღი გამოიყენა. თუმცა როგორც იგი აღნიშნავდა, "ჰიპერბგერითი იარაღის გამოიყენება თითქმის უშედეგო იყო".
მანამდე, CNN პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რუსეთმა 12-მდე ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა.
რუსეთი მარტში უკრაინაში Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენების თაობაზე იუწყებოდა.
რა ტიპის იარაღია ჰიპერბგერითი რაკეტა
ჰიპერბგერით რაკეტას ატმოსფეროს ზედა ნაწილში ფრენა ხმის სიჩქარეზე 5–ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია.
ამ ტიპის რაკეტა უფრო მეტად მანევრირებადია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტა და ის ჩვეულებრივი რაკეტაზე უფრო მეტად დახვეწილია, აირიდოს საჰაერო თავდაცვითი ჩარევა.
რა ვიცით Kinzhal–ის თაობაზე
Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს განაცხადა. იმჟამად მან დასავლეთს ასე მიმართა:
„მათ უნდა გაითვალისწინონ ახალი რეალობა და გაიგონ... [ეს] ბლეფი არ არის“.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, Kinzhal–ს შეუძლია, დაახლოებით 2000 კმ–ის მანძილზე მყოფ სამიზნეს მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა, ჰიპერბგერითი რაკეტების ტექნოლოგიაზე ჩინეთი, აშშ და მსოფლიოს, სულ მცირე, ხუთი სხვა ქვეყანა მუშაობს.


