Accentnews.ge
IAEA ამოწმებს უკრაინის ორ ობიექტს, სადაც რუსეთის მტკიცებით, "ბინძურ ბომბებს" ამზადებენ

IAEA ამოწმებს უკრაინის ორ ობიექტს, სადაც რუსეთის მტკიცებით, "ბინძურ ბომბებს" ამზადებენ

01/11/2022 07:08:58 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებმა უკრაინაში დაიწყეს ორი ობიექტის შემოწმება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ინსპექტორები ორი ობიექტის შემოწმებას მალე დაასრულებენ.

გროსი შედეგების საფუძველზე მომზადებულ წინასწარ დასკვნას ამ კვირაში გამოაქვეყნებს.

IAEA არ აკონკრეტებს, რომელ ობიექტებზე მუშაობენ ინსპექტორები, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ორივე მის კონტროლქვეშაა და რეგულარულად მოწმდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე ინსპექტირება ჩატარდა ერთი თვის წინაც და არანაირი არადეკლარირებული საქმიანობა ან ბირთვული მასალები არ აღმოუჩენიათ.

სააგენტოს ექსპერტები კიევმა მიიწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ე.წ. ბინძური ბომბების დამზადებასა და მათი გამოყენებით პროვოკაციის მზადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S