ზალუჟნი: "გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება"
01/11/2022 06:42:05 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას.
მისი თქმით, "გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება".
"ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია, რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვასა და კიბერსივრცეში. გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას? მხოლოდ დღეს მტერმა გამოიყენა Х-101 ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა და Х -59 ტიპის ერთი მართვადი საჰაერო რაკეტა, S-300 ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა, Shahid-136-ის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტ-3”, - აცხადებს ზალუჟნი.


