Accentnews.ge
პუტინმა მარცვლეულის ექსპორტის სანაცვლოდ უკრაინას შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხოების გარანტია მოსთხოვა

პუტინმა მარცვლეულის ექსპორტის სანაცვლოდ უკრაინას შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხოების გარანტია მოსთხოვა

01/11/2022 06:26:07 მსოფლიო

რუსეთი მზადაა, "ხორბლის გარიგებაში" დაბრუნდეს და უკრაინიდან მისი გატანის განახლებას დასთანხმდეს, თუკი კიევი ყირიმში შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ მონაწილეობას ამ ოპერაციაში, ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ. "ხორბლის გარიგების" ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა გაერო, რომელმაც ახლა უკრაინასთან უნდა ჩაატაროს სამუშაო. უკრაინამ უნდა გასცეს იმის გარანტია, რომ რუსეთის სამოქალაქო ხომალდებისა და უზრუნველყოფის გემებისთვის საფრთხეს არ შექმნის" - განაცხადა პუტინმა.

29 ოქტომბერს სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე განხორიცელებული შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ოდესიდან იყო აშვებული და "ხორბლის დერეფნის" უსაფრთხოების ზონაში გადაადგილდებოდნენ. რუსული მხარე ირწმუნება, რომ შედეგად დაზიანებები მიიღო ხომალდმა "ივან გოლუბეცმა".

"მათ შექმნეს საფრთხე არამარტო ჩვენი გემებისთვის, რომლებმაც ხორბლის უსაფრთხო გატანა უნდა უზრუნველყონ, არამედ სამოქალაქო ხომალდებისთვისაც, რომლებიც ამით არიან დაკავებულები, არადა ჩვენ ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვიკისრეთ. ვაიდა უკრაინამ ამ გემებს დაარტყას? დამნაშავეები ჩვენ გამოვალთ. საუბარია 6 მეტრი სიგრძის წყალქვეშა აპარატებზე, რომელთაც 500 ტონა ასაფეთქებლის გადატანა ძალუძთ. თუ ასეთი უპილოტო გემს მოხვდება, არც ხომალდისგან, არც ხორბლისგან აღარაფერი დარჩება" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"ხორბლის შეთანხმებიდან" რუსეთის ფორმალური გასვლის მიუხედავად, 31 ოქტომბერს უკრაინის პორტებიდან ხორბლით დატვირთული 12 ხომალდი გავიდა და წარმატებით გადაადგილდა ბოსფორის მიმართულებით ჰუმანიტარულ დერეფანში. "ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც კაცობრიობის სასიკეთოდაა მიმართული" - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსკოვის მცდელობის საპასუხოდ, შეთანხმება ჩაშალოს.

გაერო-ში ვერ დაინახეს საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ შავი ზღვის ფლოტზე შეტევამ ე.წ ხორბლის შეთანხმების პირობები დაარღვია. ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის მარტინ გრიფიტსის განცხადებით, გაერო-სთვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ის, რომ რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მიუხედავად, შეთანხმება კვლავინდებურად მოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S