Accentnews.ge
რეზნიკოვი: "დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს"

რეზნიკოვი: "დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს"

01/11/2022 06:32:59 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს.

"რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო/უპილოტო თავდასხმებს. მათ არ რცხვენიათ, რომ იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს მათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი და შესაბამისად, მოეპყროს რუსეთს, როგორც გააკეთა ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

31 ოქტომბერს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქებში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ინფორმაციით, რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების შედეგად, უკრაინის ათ რეგიონში დაზიანდა 18 ობიექტი, ძირითადად, ენერგეტიკული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შედეგი გაცილებით უარესი იქნებოდა, რომ არა საჰაერო თავდაცვის ძალების გმირობა და პროფესიონალიზმი. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და როსტოვის ოლქიდან ისროლეს 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, საიდანაც 44 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S