Accentnews.ge
ISW – რუსეთის განცხადება, რომლის თანახმად, ჯარში საშემოდგომოდ გაწვეულებს უკრაინაში არ გაგზავნიან, სიმართლეს არ შეესაბამება

ISW – რუსეთის განცხადება, რომლის თანახმად, ჯარში საშემოდგომოდ გაწვეულებს უკრაინაში არ გაგზავნიან, სიმართლეს არ შეესაბამება

01/11/2022 06:27:46 მსოფლიო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, როცა არწმუნებს, რომ ჯარში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში საომრად არ გაგზავნიან.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთი ამ გზით ცდილობს გეგმური საშემოდგომო გაწვევისთვის თავის არიდების აღკვეთას.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსულ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში გაგზავნიან მომავალი წლის მარტში ან აპრილში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დასრულებულია "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში მიმდინარე გაწვევის პროცესი. ამასთან, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ–ჯერობით ოფიციალურად არ გამოუცია დოკუმენტი მის მიერ 21 სექტემბრიდან გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" დასრულების შესახებ.

უკრაინასთან საომრად მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად რუსეთი ათეულობით ათასმა მოქალაქემ დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S