Accentnews.ge
მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა

მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა

01/11/2022 06:20:50 მსოფლიო

რუსმა ბიზნესმენმა მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ტინკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა 26 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეობიდან მის გასვლას ადასტურებს.

რუსმა ბიზნესმენმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურს ასოცირდებოდეს „პუტინის ფაშიზმთან“.

ოლეგ ტინკოვს იმედი აქვს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესმენი იტყვის უარს, "იმუშაოს ფაშიზმზე" და ისინიც დატოვებენ რუსეთის მოქალაქეობას და ბიზნესს.

ოლეგ ტინკოვი, რომლის ქონებას „ფორბსის“ რუსული გამოცემა 4.7 მილიარდ დოლარად აფასებს, კვიპროსის მოქალაქეცაა. თუმცა იგი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. ტინკოვმა არაერთხელ, მწვავედ გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ომის დაწყების შემდეგ ბიზნესმენმა რუსეთში დახურა/გაყიდა საკუთარი კომპანიები. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ბანკი „Тинькофф“. მისი წილი რუსმა ოლიგარქმა ვლადიმირ პოტანინმა შეიძინა.

31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ ერთმა მილიარდერმა, ბრიტანული საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანიის Revolut გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი სტორონსკიმ. იგი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეცაა. მანამდე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს ბიზნესმენებმა იური მილნერმა, ტიმურ ტურლოვმა და რუბენ ვარდანიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S