რუსეთმა უკრაინის პოლტავის ოლქზე იერიში "კამიკაძე დრონებით" კვლავ მიიტანა - ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
01/11/2022 06:13:51 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის პოლტავის ოლქზე იერიში "კამიკაძე დრონებით" კვლავ მიიტანა, – იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ლუნგინი.
მისი ცნობით, "დრონების" სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია.
როგორც იგი აღნიშნავს, მომხდარს მსხვერლი არ მოჰყოლია.
31 ოქტომბერს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქებში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ინფორმაციით, რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების შედეგად, უკრაინის ათ რეგიონში დაზიანდა 18 ობიექტი, ძირითადად, ენერგეტიკული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შედეგი გაცილებით უარესი იქნებოდა, რომ არა საჰაერო თავდაცვის ძალების გმირობა და პროფესიონალიზმი. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და როსტოვის ოლქიდან ისროლეს 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, საიდანაც 44 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.


