Accentnews.ge
თურქეთი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების არგაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

თურქეთი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების არგაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

31/10/2022 19:42:02 მსოფლიო

თურქეთი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების არგაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილება მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის შეჩერების შესახებ, რომელიც მთლიანად ჰუმანიტარული აქტივობაა, გადაიხედება“,– ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ „მიუღებელია გემების გადაადგილება შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფნის გავლით".

„მიუღებელია გემების გადაადგილება შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფნის გავლით, რადგან უკრაინის ხელმძღვანელობა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის: 29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S