ევროკომისიამ 7 ქვეყანას, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებს, 100 მილიონი ევრო გამოუყო
31/10/2022 18:05:15 მსოფლიო
ევროკომისიამ იმ 7 სახელმწიფოს, ვინც უკრაინიდან ყველაზე მეტ ლტოლვილს მასპინძლობენ, 100 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომიიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილმა ქვეყნებმა ეს თანხა უნდა გამოიყენონ ლტოლვილებისთის დახმარების გასაგრძელებლად, რაც საკვებით უზრუნველყოფას, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასა და დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
თანხა ასევე შეიძლება, მოხმარდეს უკრაინელი ლტოლვილების უფრო მეტ ინტეგრირებაზე. გარდა ამისა, თანხა უნდა მოახმარდეს მათ შორის ლტოლვილებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოსაჩენად.


