Accentnews.ge
ალიევი: "ყარაბაღის კონფლიქტი გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია, მოვიდა დრო, ვიმოქმედოთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის"

ალიევი: "ყარაბაღის კონფლიქტი გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია, მოვიდა დრო, ვიმოქმედოთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის"

31/10/2022 17:46:29 მსოფლიო

"ყარაბაღის კონფლიქტი გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია, მოვიდა დრო, ვიმოქმედოთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის", – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

ალიევის თქმით, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთობის ნორმალიზება.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ჩვენს რეგიონულ საკითხებს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში თქვენი როლისთვის. ორი წლის წინ ხელმოწერილი იქნა სამმხრივი დეკლარაცია, რომელმაც წერტილი დაუსვა მრავალწლიან კონფლიქტს. ახლა დრო მოვიდა, ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით. აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა ხუთი არსებითი პრინციპი, რომელზეც უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთობების ნორმალიზება“, – განაცხადა ალიევმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S