მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა
31/10/2022 17:43:31 მსოფლიო
მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმები უსაფრთხოების რისკების შემდგომ ესკალაციას იწვევს.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა, რომელიც უკრაინულმა საზენიტო სისტემამ მოიგერია.


